пятница, 11 июня 2010 г.

,,აკროპოლისი- უძველესი ბერძნული საოცრება“

1. პროექტის სახელწოდება: ,,აკროპოლისი- უძველესი ბერძნული საოცრება“

2. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები გაეცნობიან საბერძნეთის დედაქალაქის ისტორიასა და კულტურას.

3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები შეისწავლიან საბერძნეთის დედაქალაქის-ათენის ისტორიას, გეოგრაფიულ მდებარეობას, მოიძიებენ ინფორმაციას და ფოტომასალებს აკროპოლისზე და სხვა ღირშესანიშნავ ადგილებზე; შექმნიან ფოტოალბომებს,ნახატებს და ვიდეო მასალებს; გაეცნობიან უძველეს მითებსა და ლეგენდებს.

4. მონაწილეთა ასაკი/კლასები: 9-10 წელი- IV კლასი

11-12 წელი VI კლასი

5. ვადები/ხანგრძლიობა: 3 თვე.

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: დისკუსია, პრეზენტაცია, გუნდური წერა თემაზე ,,აკროპოლისი-ეს მართლაც საოცრება“, ნახატების,სლაიდშოუს, ვიდეოს,ფოტო-ალბომის,ფარდის ,,ოლიმპოს ღმერთები“ დამზადება.

7. მოსალოდნელი შედეგი/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:

IV კლასი- ნახატების, ვიდეოს, ფოტო-ალბომის, ფარდის ,,ოლიმპოს ღმერთები“ დამზადება.

VI კლასი- დისკუსია, პრეზენტაცია, გუნდური წერა, სლაიდშოუს, ვიდეოს დამზადება.

8. სასარგებლო სხვებისთვის: პროექტის მიზანია: საბერძნეთის ისტორიისა და მისი უძველესი კულტურის გაცნობა, მოძიებული მასალის დემოსტრირება სხვადასხვა რაკუსში;მოსწავლეებში კვლევითი უნარ-ჩვევის გამომუშავება; გამოჩნდეს პროექტში მონაწილე მოსწავლეების დამოკიდებულება საბერძნეთის ისტორიისა და კულტურისადმი. მოხდეს ბავშვებში მნიშვნელოვანი ფასეულობების ჩამოყალიბება, როგორიცაა ისტორიული ძეგლების მოვლა, გაფრთხილება შესწავლა.

9. სამუშაო ენა: ქართული.

10. საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმებთან კავშირი:

ქართული ენა -(განუვითარებს ძირითად საკომუნიკაციო უნარებს: წერა, კითხვას, მოსმენას, საუბარს. კვლევა-- ძიება, დისკუსია, პრეზენტაცია);

ისტორია--(განუვითარებს ისტორიული მემკვიდრეობისადმი პატივისცემას და ხელს შეუწყობს ღირსეული მოქალაქის აღზრდას. ჩამოუყალიბდება ისტორიული კვლევის უნარი. შეისწავლის სანდო ისტორიული წყაროების, (წიგნი, ინტერნეტი, მოძიება, პრეზენტაცია და . .) საფუძველზე სათანადო დასკვნების გამოტანას.

11. მონაწილეობა სხვა სკოლებთან:

12. პროექტის ფასილიტატორი: თამარ მერკვილაძე

13. პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა: tamrikomerkviladze3gmail.com

14. პროექტის ფორუმი:

15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: